leaderboard_below_slide
left_sabechdi

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: კრიტიკული მომენტია ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ რეგიონის ქვეყნებს მოუწოდებს, გადასცენ ირანს მესიჯი, რომ ესკალაციაზე არ წავიდეს.

„აშშ მოუწოდებს ქვეყნებს, უთხრან ირანს, რომ ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია მათ ინტერესებში არ შედის“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.

„კრიტიკული მომენტია რეგიონისთვის. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მუშაობს დაძაბულობის შესამცირებლად“, – დასძინა მეთიუ მილერმა.

მანამდე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.

ირანმა ისრაელს მესიჯი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მეშვეობით გადასცა, რომელმაც პირდაპირ დაურეკა ისრაელ კაცს და განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან.

ასევე იხილეთ