leaderboard_below_slide

ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა, რათა ეროვნულ უსაფრთხოების გუნდთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდა, რათა ეროვნულ უსაფრთხოების გუნდთან ერთად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები განიხილოს.

ამასთან, ბაიდენი იორდანიის მეფე აბდულა მეორესაც ესაუბრა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს თავიანთი ძალისხმევა რეგიონული დაძაბულობის დეესკალაციისთვის, მათ შორის, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შეთანხმების მეშვეობით.

ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს.

ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი დათანხმდა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში საზღვაო ძალების დამატებითი კრეისერებისა და გამანადგურებლების გაგზავნას, რომლებსაც შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, რათა დაიცვან ამერიკული ჯარები და დაეხმარონ ისრაელს ირანის, ასევე მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების მხრიდან საფრთხეების წინააღმდეგ.

ასევე იხილეთ