leaderboard_below_slide

Reuters: კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად ჯოშ შაპიროსა და ტიმ უოლცს განიხილავს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატი, კამალა ჰარისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად პენსილვანიის გუბერნატორს, ჯოშ შაპიროსა და მინესოტას გუბერნატორს, ტიმ უოლცს განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კამალა ჰარისი, სავარაუდოდ, სამშაბათს გამოაცხადებს თავის არჩევანს.

წყაროების ცნობით, გაურკვეველია, მიღებულია თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება.

ასევე იხილეთ