ნინო წილოსანი “დემოკრატიის ფესტივალზე”: არავის გვიკვირს, რომ ხშირად უცხოური დაფინანსება პირდაპირ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, რაც აკრძალულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას
დანიის მთავრობის ფულადი სახსრებით არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ე.წ. ფესტივალს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი გამოეხმაურა.
„დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა თუ „დემოკრატიის ფესტივალია“ და ეს თუ უნდა ფინანსდებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ფონდებიდან, მაშინ ყველაფერი არეულა ამ ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში. დიდი სიამოვნებით დაველოდები დანიის საელჩოს პასუხს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ემსახურებოდა ამ ოპოზიციური აქტივობის დაფინანსება, თუმცა არ გამიკვირდება თუ პასუხი არ იქნება. არავის გვიკვირს, რომ ხშირად უცხოური დაფინანსება პირდაპირ მონაწილეობს ქართულ პოლიტიკაში, რაც აკრძალულია და პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიას“, – აღნიშნა წილოსანმა “ქრონიკასთან”.
არასამთავრობო ორგანიზაციამ – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” თელავში დემოკრატიის სახელით ფესტივალი ჩაატარა, სადაც ტერიტორიის დიდი ნაწილი ოპოზიციური პარტიების პავილიონებს დაეთმო.