leaderboard_below_slide

ირაკლი ქადაგიშვილი ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებაზე: ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში – საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აშშ–ის მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების სავარაუდო შეჩერებას  გამოეხმაურა.

„აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ გამჭვირვალობის კანონის გამო ხდება ეს ყველაფერი – უფრო დიდი მიზნებია, რის გამოც ხდება. ფაქტია, გარკვეული შემოტევა არის საქართველოზე. ზუსტად ანალოგიურს მოითხოვდა რუსეთის ფედერაცია წლების განმავლობაში, საერთოდ დახურეთ ლუგარის ლაბორატორიაო. რატომ ემთხვევა ამ შემთხვევაში რუსეთის და ამერიკის ქმედება ერთმანეთს, ცოტა საკვირველია, რბილად რომ ვთქვათ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა “ქრონიკასთან”.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

ასევე იხილეთ