“მისასალმებელია, რომ „ქართული ოცნების“ რეგიონული შეხვედრები აჭარიდან დაიწყო, “- ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განცხადა.
„ბათუმში შევხვდით ჩვენს მხარდამჭერებს, აქტივს. პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, პარტიის აღმასრულებელ მდივანს, ბატონ მამუკა მდინარაძეს ვესაუბრეთ იმ მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. ამავდროულად, იცით, რომ ძალიან მალე დავიწყებთ აქტიურ მზადებას არჩევნებისთვის. ამ ერთიანობით, შევძლებთ, რომ კიდევ ერთი, მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმოთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.