გაერომ აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი ქვედანაყოფის 9 თანამშრომელი ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმაში მონაწილეობდა
გაერომ აღიარა, რომ მისი ერთ-ერთი ქვედანაყოფის, კერძოდ, პალესტინელი ლტოლვილების დახმარების ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს (UNRWA) მინიმუმ 9 თანამშრომელი ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბრის ტერორისტულ თავდასხმაში მონაწილეობდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
გაეროს გამოძიება პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს 19 თანამშრომელს შეეხო. ტერორისტულ თავდასხმასთან 9 თანამშრომლის კავშირი დადგენილი იყო და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. დანარჩენის მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობები აღმოჩენილი არ ყოფილა.
მანამდე ისრაელი ბევრჯერ აცხადებდა, რომ პალესტინელი ლტოლვილების დახმარების სააგენტო „ჰამასთან“ მჭიდროდ არის დაკავშირებული. „ჰამასის „ბოევიკები“ 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელს თავს დაესხა და 1200-მდე მშვიდობიანი ადამიანი მოკლა, 250 კი მძევლად აიყვანა. ისრაელი აცხადებს, რომ გაეროს სტრუქტურებიდან ღაზას სექტორში „ჰამასთან“ ასობით ადამიანი არის დაკავშირებული.
7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ პალესტინელი ლტოლვილების სააგენტოს დაფინანსება შეწყვიტეს.