მიხეილ სარჯველაძე: მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ
“მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება, იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს, რასაკვირველია, აბსოლუტურად მტკნარი სიცრუეა, როგორი სიცრუეც ბევრი გავრცელდა ამ დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თითქოსდა კავშირს რომელიმე მიღებული საკანონმდებლო აქტისა ახლა მიღებულ გადაწყვეტილებასთან, მე ვფიქრობ, რომ ასეთი კავშირი ობიექტურად არ არსებობს.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის განვითარება და ამ თვალსაზრისით კვლევითი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის არის საკმაოდ დიდი მნიშვნელობის. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.