leaderboard_below_slide

სამხრეთ კორეა თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ლიბანი და ისრაელი დაუყოვნებლივ დატოვონ

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიბანსა და ისრაელში მყოფ თავის მოქალაქეებს „მტკიცედ ურჩევს“, რომ დაძაბულობის ესკალაციის გამო, აღნიშნული ქვეყნები რაც შეიძლება მალე დატოვონ.

სამინისტროს წარმომადგენლის, ლი ჯაე-ვუნგის თქმით, გამგზავრების შესახებ კონსულტაცია მას შემდეგ გაიცა, რაც ირანთან დაკავშირებული ლიბანური ტერორისტული დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მეთაური და „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი მოკლეს.

„სამხრეთ კორეის მთავრობა იმედოვნებს, რომ დიპლომატიური მცდელობები დეესკალაციისთვის, როგორებიცაა მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების თაობაზე, არ შეჩერდება“, – განაცხადა ლიმ ბრიფინგზე. 

სამხრეთ კორეის საგარეო უწყების ინფორმაციით, ისრაელში ამჟამად 500-ზე მეტი სამხრეთ კორეელი ცხოვრობს, ხოლო ლიბანში – დაახლოებით 120.

ასევე იხილეთ