leaderboard_below_slide

Bloomberg: კამალა ჰარისმა ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, რათა „დემოკრატიული“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა „დემოკრატიული“ პარტიის არჩევნებზე დელეგატების ხმების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, რათა ის ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

ივარაუდება, რომ 59 წლის ჰარისი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად „დემოკრატიული“ პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ჩიკაგოში თვის ბოლოს დასახელდება.

გამოცემის მტკიცებით, ჰარისი არის პირველი ფერადკანიანი აზიური წარმომავლობის ქალი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობისთვის იბრძოლებს.

ჰარისი საპრეზიდენტო რბოლაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც ამერიკის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 21 ივლისს საპრეზიდენტო არჩევნებში მეორედ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ასევე იხილეთ