მაჰმუდ აბასი: ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს
პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს.
მისი თქმით, პალესტინა ისრაელის გეგმებს ეწინააღმდეგება.
„ღაზა „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციისა“ და პალესტინის ლეგიტიმური მთავრობის მიერ უნდა იმართებოდეს. ჩვენ ისრაელის გეგმებს კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით, რომლებიც გარკვეული დროებითი გადაწყვეტილებების მიღებას ითვალისწინებს“, – აღნიშნა მაჰმუდ აბასმა.