„ხვიჩა კვარაცხელიასთან „ნაპოლი“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს და ანაზღაურებას გაუზრდის”, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Corriere dello Sport ავრცელებს.
„ხვიჩა კვარაცხელიასა და მის გარემოცვას „ნაპოლი“ ახალი გრძელვადიანი კონტრაქტის გასაფორმებლად უახლოეს მომავალში შეხვდება.
23 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ანტონიო კონტეს „პარტენოპეიში“ მისვლის შემდეგ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა. „პარი სენ-ჟერმენი“ კვარაცხელიას შეძენით სერიოზულად ინტერესდებოდა და თითქოს ქართველიც მზად იყო წასვსლითვის, მაგრამ კონტესთან საუბარმა იტალიაში დარჩენა გადააწყვეტინა.
„ნაპოლის“ პრეზიდენტი ქართველ ფეხბურთელსა და მის აგენტს, მამუკა ჯუღელს, სავარაუდოდ, თვის ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შეხვდება, რათა ახალი ხელშეკრულება გაფორმდეს.
დე ლაურენტისი კვარაცხელიას ხუთწლიან კონტრაქტს უმზადებს, რომლის საწყისი ხელფასი სეზონში ხუთი მილიონი ევრო იქნება, პლუს ბონუსები, რომლის გათვალისწინებითაც ფეხბურთელის ანაზღაურება შვიდ მილიონამდე გაიზრდება“, – ვკითხულობთ Corriere dello Sport-ში გამოქვეყნებულ წერილში.