leaderboard_below_slide

გიორგი ვოლსკი: ჩვენი ინტერესია მართლაც ნათელი მომავალი, იმ ბნელი წარსულით კი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეპოტინება, ნათელ მომავალს ნამდვილად ვერ მივაღწევთ

“ჩვენი ინტერესია მართლაც ნათელი მომავალი, იმ ბნელი წარსულით კი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეპოტინება, ნათელ მომავალს ნამდვილად ვერ მივაღწევთ”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„ულტიმატუმად ნუ ჩავთვლით, უკეთესი მხრიდან დავინახოთ, დასავლეთს აინტერესებს საზოგადოების აზრი. თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ნათელ მომავალს გვპირდება, ბნელი წარსულით აპირებს ამის გაკეთებას, ეს არის ფაქტი. რეალურად, ის სათავეში ჩაუდგა „ნაცმოძრაობას“ და აქვს გარკვეული გეგმები, რომლებიც სრულ კოორდინაციაშია სააკაშვილის გეგმებთან – დესტაბილიზაცია, არეულობა, საქართველოს ომში ჩართულობა, ეს არ უნდა უნდოდეს არც ერთ ჩვენს თანამოქალაქეს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სტრატეგიული მოსაზრებები საერთაშორისო დონეზე არსებობს. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ჩვენი ინტერესია მართლაც ნათელი მომავალი, იმ ბნელი წარსულით კი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ეპოტინება, ნათელ მომავალს ნამდვილად ვერ მივაღწევთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ