leaderboard_below_slide

ალუდა ღუდუშაური: სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია!

„როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს: – მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ… ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია! სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია!” – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური პრეზიდენტ ზურაბიშვილის პრესკონფერენციას და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, ისიც „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება”.

ღუდუშაურის შეფასებით, “ზურაბიშვილის სახით ტრიბუნასთან “ნაციონალური მოძრაობის” დაბალი რანგის, უხარისხო პროპაგანდისტი იდგა”.

„თურმე მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას ტანისა და სხვადასხვა ადგილების კორექციისთვის დახარჯული და ჰაერში გასროლილი ჩვენი თანამოქალაქეების ათეულობით მილიონი ლარი „პიჯაკების საქმე” ყოფილა. ვინ მისცა ზურაბიშვილის იმის უფლება ისეთ შეფასებას აკეთებდეს, თითქოს ეს არაფერი არ არის და თითქოს ეს პიჯაკების საქმეა. ეს არის აღმაშფოთებელი – ამით ყველაფერი ნათქვამია!

დღეს ეს ადამიანი ცდილობს „ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარი საჭიროება დაანახოს. თურმე ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ინტერესები დაუზიანებია, თურმე საქართველოს ინტერესებს ბიძინა ივანიშვილი არ ემსახურება და სალომე ზურაბიშვილი, სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა” ემსახურებიან. როგორ შეიძლება ადამიანი ასე დეგრადირდეს, რომ ოღონდაც კოლექტიურმა, რადიკალმა „ნაციონალურმა მოძრაობამ” შეიფაროს და კალთა გადააფაროს, ისეთ აბსურდებს ამბობს, რაც ჩვენ მოვისმინეთ. აბსოლუტურად უმორალო საუბარი იყო!

როგორ ბედავს ზურაბიშვილი როცა ამბობს: – მე ხალხს იმისთვის არ ავურჩევივარ… ვეტყვი, რომ ის ხალხს საერთოდ არ აურჩევია! სალომე ზურაბიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ის ქართველ ხალხს არ აურჩევია!

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, სალომე ზურაბიშვილიც, „ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, პოლიტიკურ სანაგვეზე აღმოჩნდება. ისე მწარედ დამარცხდებიან, წარმოდგენაც კი არა აქვთ!”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ