საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ფინალშია. ბორჯღალოსნები ნახევარფინალში რუმინეთს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 43:5 დაამარცხეს.
ფინალი 17 მარტს გაიმართება. საქართველოს ნაკრების მეტოქე მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში გამოვლინდება, რომელშიც პორტუგალიის ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს.