შალვა პაპუაშვილი ზურაბიშვილზე: “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, შეწყალების აქტი გამოსცეს
“მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს”, – ამის შესახებ განცხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილის წყალობა იყო, რომ სალომე ზურაბიშვილი დარჩა ამ თანამდებობაზე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიტოვა ის იმისთვის, რომ როდესაც საჭიროდ ჩათვლიან და მოამწიფებენ მდგომარეობას, სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი გამოსცეს. სადაც ნიკა გვარამია შეიწყალა, სააკაშვილის შეწყალება რატომ გაუჭირდება. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, აქაც ეს იყო პირდაპირი ზეწოლა და ჩარევა, მათ შორის, ევროპელი პოლიტიკოსებისა, ევროკავშირის სხვადასხვა ბიუროკრატისა თუ დიპლომატისა, ვინც პირდაპირ ერეოდა, უხეშად ქართულ მართლმსაჯულებაში იმით, რომ უბიძგებდა ქალბატონ სალომეს შეეწყალებინა ნიკა გვარამია.
ჩვენ გვახსოვს შეწყალების შემდეგ ის აღტაცებული „ტვიტები“ და განცხადებები, რომელიც მოდიდოა სხვადასხვა თანამდებობის პირებიდან, ევროკავშირიდან, რომ ეს არის დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. ვინმემ შეატყო, რომ დეპოლარიზაცია მოხდა ამით? პირიქით, ვხედავთ უფრო აგრესიულ ოპოზიციას, რომელიც პირდაპირ გადასულია ტერორზე პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ და აქაც, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ როგორც კი ხდება უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში და პოლიტიკაში, ეს მხოლოდ აზიანებს ქართულ დემოკრატიას და ქართველ ხალხს.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ შემთხვევებში ზუსტად ევროკავშირის სხვადასხვა წარმომადგენელი იყო ჩარეული ამ პროცესში. თქვენ გახსოვთ, რომ ევროპარლამენტარებმა ისიც კი განაცხადეს, რომ მათ ქართველ ხალხზე ადრე იცოდნენ, რომ ნიკა გვარამიას იწყალებდა სალომე ზურაბიშვილი, რაც საერთოდ სამარცხვინო ფაქტია, რომ პრეზიდენტის პოზიციაზე მყოფი ადამიანი უცხოელებს უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს ისე, რომ ქართველმა ხალხმა არაფერი არ იცის საერთოდ და შემდეგ პოსტფაქტუმ იგებს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.