leaderboard_below_slide

გიორგი ვოლსკი: მიზანი აქვთ, რომ როგორმე ტონი აიმაღლონ, იქნებ ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერი მათთან დებატებში შევიდეს

“რასაკვირველია, სალომე ზურაბიშვილის წინადადების მიღება არ შეიძლება – ეს პოლიტიკურ სივრცეს დააზიანებს!”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ  განაცხადა.

ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დებატებში ბიძინა ივანიშვილის გამოწვევის საკითხს გამოეხმაურა.

„მიზანია, როგორმე რაღაცით ტონი აიმაღლონ, იქნება ბიძინა ივანიშვილი თუ პრემიერ-მინისტრი, შევიდნენ მათთან დებატებში. სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით არის პოსტზე, სადაც მან ყველა ვალდებულება დაარღვია. სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი. ასეთ ვითარებაში მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. გარდა ამისა, პირდაპირ შეიძლება დავარქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური სპეკულაცია სწორედ, იმ მიზნით, რომ რაღაცით თავი წარმოიჩინოს მაშინ, როცა „ქართულმა ოცნებამ” ის, როგორც ნეიტრალური პოლიტიკური ფიგურა, როგორც დიასპორის წარმომადგენელი, როგორც ქალბატონი, ევროპელი წამოსწია იმ პოსტზე, რომელსაც ის დღეს ფორმალურად იკავებს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ