leaderboard_below_slide

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ის ამერიკისგან მტკიცე პასუხს მიიღებს

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თუ ირანი ისრაელს თავს დაესხმება, ის ამერიკისგან მტკიცე პასუხს მიიღებს.

„აშშ-ს საყოყმანო არაფერი აქვს, სანამ რეგიონში განლაგებულ ამერიკელ სამხედროებზე რამდენიმე თავდასხმა ხორციელდება, ისრაელი „ჰამასის“, „ჰეზბოლასა“ და ირანის საფრთხის ქვეშ არის. ირანის ნებისმიერი თავდასხმა ისრაელზე ან ამერიკულ ინტერესებზე იქნება გაუმართლებელი და მიიღებს მტკიცე პასუხს“, – დაწერა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

მისი თქმით, ამერიკა და მისი მოკავშირეები და პარტნიორები რეგიონში ერთად უნდა მუშაობდნენ, რათა წინ აღუდგნენ ირანსა და მის ტერორისტ მოკავშირეებს.

როგორც ჯონსონმა დაწერა, რუსეთისა და ჩინეთის მიერ მხარდაჭერილი ირანის აგრესია იმ მრავალთვიანი კამპანიის შედეგია, რასაც ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია აწარმოებდა ისრაელის წინააღმდეგ. როგორც ის ამბობს, დადგა დრო, რომ თეთრმა სახლმა გაიაზროს, რომ მისმა პოლიტიკამ აშშ კატასტროფის წინაშე დააყენა.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს ისრაელს ყველა სახის იარაღი, რომელსაც ის მანამდე მას არ აწვდიდა, რათა მან საკუთარი ხალხის დაცვა და ირანის შეკავება შეძლოს”, – აღნიშნა მან.

ასევე იხილეთ