leaderboard_below_slide

შოიგუ: რუსეთმა უკრაინაში 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაიკავა

რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ბოლო ორი თვეში, რუსეთის არმიამ უკრაინაში ფრონტის ხაზზე წინ წაიწია და 420 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე კონტროლი დაამყარა.

მისი თქმით, უკრაინის არმიამ ამ პერიოდში 115 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა.

შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი დანაკარგებს თავიდან აირიდებდა თუ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსკოვის მიერ შეთავაზებულ პირობებს მიიღებდა.

 

ასევე იხილეთ