leaderboard_below_slide

იტალიური პრესა ქართველი პოეტის დავით მაღრაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ცნობილი ქართველი პოეტი, დავით მაღრაძე ქალაქ როკას სტუმრობს. მისი ვიზიტის შესახებ ადგილობრივი გამოცემა სტატიას აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ქართველი პოეტი ქალაქის ისტორიულ ცენტრში მრჩეველ ფერდინანდო დი ლეოს შეხვდა.

დავით მაღრაძემ შეხვედრაზე გაიხსენა გამოცდილება, რომელიც 2019 წლის ზაფხულში მიიღო, როდესაც პოეტური ფესტივალის Federiciano-ს სტუმარი იყო და აუდიტორიას საკუთარი ლექსები წარუდგინა.

ფერდინანდო დი ლეოს განცხადებით, „დროთა განმავლობაში Federiciano იქცა საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ მოვლენად და დიდ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად, ფესტივალს შეუძლია გადააქციოს როკა იმპერიალე პოეზიის ქვეყნად, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ დავით მაღრაძე აგვისტოს ბოლოს Federiciano-ს სტუმარი იქნება, როგორც პრესტიჟული ჯილდოს ჟიურის წევრი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით მაღრაძე არის საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორი, ეკავა კულტურის მინისტრის თანამდებობა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე ორჯერ იყო წარდგენილი.

ასევე იხილეთ