leaderboard_below_slide

ჰასან ნასრალა: „ჰეზბოლა“, ირანი და იემენი ისრაელს უპასუხებენ

რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა, ჰასან ნასრალამ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“, ირანი და იემენი ისრაელს უპასუხებენ.

„ჰეზბოლა“ უპასუხებს, ირანი უპასუხებს, იემენი უპასუხებს. მტერი ელოდება, უყურებს და აფასებს თითოეულ რეაქციას. მთავარია, რომ სიმტკიცე, გადაწყვეტილება და შესაძლებლობა არის“, – აღნიშნა ჰასან ნასრალამ.

„ჩვენი პასუხი იქნება და ეს იქნება ძლიერი პასუხი“, – დასძინა რადიკალური შიიტური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელზე თავდასხმა გადაწყვიტა.

ირანმა ისრაელს მესიჯი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პიტერ სიიარტოს მეშვეობით გადასცა, რომელმაც პირდაპირ დაურეკა ისრაელ კაცს და განუცხადა, რომ ეს ინფორმაცია მიიღო ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლისგან.

ასევე იხილეთ