leaderboard_below_slide

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას ხელი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ მოაწერა.

შამბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო მინისტრის პოსტს 1997 წლიდან 2004 წლამდე იკავებდა. 2004 წელს მან საკუთარი კანდიდატურა ე.წ. პრეზიდენტის პოსტზე წარადგინა. 2004 წლის დეკემბრიდან ის კვლავ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩაუდგა სათავეში. 2010-11 წლებში იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი, ხოლო 2020 წლიდან ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი.

ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე შამბას რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე გუდაუთის „ადმისტრაციის მეთაურად“ არ დაამტკიცეს.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მანამდე ინალ არძინბა იყო, რომელიც ამ პოსტიდან საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა, ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 7 მაისს გაათავისუფლა.

ასევე იხილეთ