„ჰამასმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ტერორისტული ჯგუფის პოლიტბიუროს ახალი ხელმძღვანელი იაჰია სინვარი იქნება.
სინვარი, რომელიც „ჰამასის“ ლიდერია ღაზაში, განიხილება 7 ოქტომბრის თავდასხმის არქიტექტორად, რამაც გამოიწვია ღაზაში მიმდინარე ომი.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაური ფუად შუქრი, ხოლო თეირანში „ჰამასის“ ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ირანი მომხდარში ისრაელს ადანაშაულებს და შურისძიებისთვის ემზადება.