ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (130 კგ წონით კატეგორია) ოლიმპიური ჩემპიონი კვლავ ლეგენდარული კუბელი ფალავანი – მიხაინ ლოპეს ნუნიესი გახდა.
ნიუნიესმა ისტორია ისევ დაწერა და 41 წლის სპორტსმენმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა – კუბელმა მოჭიდავემ ოლიმპიური ჩემპიონობა მეხუთედ იზეიმა.
ნუნიესის მეტოქე ჩილეს სახელით მოასპარეზე, ასევე კუბელი მოჭიდავე აიასმინ აკოსტა ფერნანდესი იყო, რომელიც ლეგენდარულ თანამემამულესთან ვერაფერს გახდა და ორთაბრძოლა 6:0 დათმო.
ამგვარად, ნუნიესი ჭიდაობის სახეობებში (ძიუდო, თავისუფალი, ბერძნულ-რომაული, ქალთა ჭიდაობა) ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი გახდა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 7 აგვისტოს, მედლების მოპოვებას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ქართველები – რამაზ ზოიძე და ლაშა გობაძე შეეცდებიან.