leaderboard_below_slide
left_sabechdi

კურსკის ოლქის გუბერნატორი: საზღვარზე ვითარება დაძაბულია, ბრძოლები მიმდინარეობს

კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქის სასაზღვრო ზონაში ვითარება კვლავ დაძაბულია.

„ამჟამად საზღვარზე ვითარება დაძაბულია, ოპერატიული შტაბი გადაყვანილია სადღეღამისო რეჟიმზე და ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტზე უსაფრთხოების ძალებთან, თავდაცვის სამინისტროსთან, მესაზღვრეებთან. საზღვარზე ბრძოლები მიმდინარეობს“, – აღნიშნა ალექსეი სმირნოვმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

ასევე იხილეთ