leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი სუს-ის გამოძიებაზე: რატომ შეიძლება, იყოს სამიზნე ბიძინა ივანიშვილი, ამის გამოცნობა რთული არ არის

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სუს-ის გამოძიებას გამოეხმაურა.

დეპუტატი იმედოვნებს, რომ გამოძიების შედეგად საზოგადოება კონკრეტულ შედეგებს იხილავს.

„რატომ შეიძლება იყოს სამიზნე ბიძინა ივანიშვილი, ამის გამოცნობა რთული არ არის. მე იმედი მაქვს, რომ შესაბამისი ორგანოები აწარმოებენ მოკვლევას და შედეგებს ვიხილავთ“, – აცხადებს ბოჭორიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ტერორიზმის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.

ასევე იხილეთ