leaderboard_below_slide
left_sabechdi

როგორ შევარჩიოთ გაზონის საკრეჭი

იმისთვის, რომ ეზოში ბალახი ყოველთვის კარგად მოვლილი იყოს და ლამაზად გამოიყურებოდეს, საჭიროა, გქონდეს საჭირო იარაღები. ამისთვის არსებობს ბალახის სათიბები, ანუ გაზონის საკრეჭები, რომლებიც გეხმარება ბალახის საფარის იდეალურად მოწესრიგებაში.

ბალახის სათიბის შერჩევა, ერთი შეხედვით, არც ისე მარტივია, თუმცა, სტატიაში ვეცდებით მოგაწოდოთ ის საკვანძო ინფორმაცია და რჩევები, რომლებიც ამ მოწყობილობის შერჩევას გაგიმარტივებს.

გაზონის საკრეჭის ტიპები

სადენიანი ბალახის სათიბები: ეს არის მსუბუქი, მარტივი მოწყობილობა, რომელსაც არ სჭირდება დამუხტვა ან საწვავით შევსება და მუშაობს ელექტროენერგიაზე. ამ მოწყობილობის ერთადერთ მინუსად, შეგვიძლია, განვიხილოთ კაბელი, რომელსაც, როგორც წესი, აქვს შეზღუდული სიგრძე და დიდი ეზოსთვის შედარებით მოუხერხებელია.

  • გაზონის საკრეჭი ელემენტით: უკაბელო და ეკოლოგიურად სუფთა მოწყობილობა იდეალურია დიდ ეზოებში ბალახის გასათიბად, თუმცა, მას ხშირად სჭირდება დამუხტვა.
  • გაზზე მომუშავე ბალახის საკრეჭი: იდეალურია დიდი ტერიტორიებისთვის და რთული სამუშაოებისთვის. თუმცა, არის უფრო მძიმე, ხმაურიანი, საჭიროებს საწვავს და მეტ მოვლას. მიზანშეწონილია, მისი ყიდვა დიდი გაზონებისთვის ან ისეთი საფარისთვის, სადაც ბევრი მცენარეა.
  • სატარებელი, ბორბლებიანი საკრეჭი: ეს მოწყობილობა სწრაფად და ეფექტურად ფარავს დიდ ტერიტორიებს. მისი ფასი, სხვა ტიპის ბალახის საკრეჭებისგან განსხვავებით, მაღალია. ასევე, მინუსად შეგვიძლია განვიხილოთ მისი ზომა, რის გამოც, ვიწრო ადგილებში მოუხერხებელია. საუკეთესოა ძალიან დიდი ეზოებისთვის.

ბალახის საკრეჭის შეძენისას უნდა გაითვალისწინო მისი ჭრის სიგანე. უფრო ფართო ჭრის სიგანე (14“ და ზემოთ) იდეალურია დიდი ფართობებისთვის, ხოლო ვიწრო სიგანე (10-12“) უკეთესია სამუშაოს მეტი სიზუსტით შესასრულებლად.

წონა და ბალანსი: შეარჩიე ის ბალახის საკრეჭი, რომლის გამოყენებაც შენთვის უფრო მარტივი და კომფორტულია.

შეაფასე შენი გაზონის ზომა და რელიეფი. მცირე დაბრკოლებების მქონე პატარა ეზოებისთვის, საკმარისია, კაბელიანი ან ბატარეით მომუშავე ბალახის სათიბი. უფრო დიდი, ეზოებისთვის, აჯობებს, გაზზე მომუშავე სათიბები.

თუ უპირატესობას ანიჭებ მსუბუქ, ადვილად მართვად ხელსაწყოებს, იდეალურია ბატარეით მომუშავე ან კაბელიანი სათიბი.

ელემენტზე მომუშავე და სადენიანი სათიბები, როგორც წესი, უფრო ნაკლებ მოვლას საჭიროებს, ვიდრე  გაზზე მომუშავე მოდელები.

ლილოშოპი გთავაზობს გაზონის საკრეჭების დიდ არჩევანს. აქვე, შეგიძლია შეიძინო აქსესუარებიც. გაზზე მომუშავე სათიბები უფრო ძვირია, ელექტრო და ბატარეაზე მომუშავე მოდელები კი – უფრო ხელმისაწვდომი.

ის, თუ რომელ მოწყობილობას მიანიჭებ უპირატესობას, დამოკიდებულია შენს კონკრეტულ საჭიროებებსა და ბიუჯეტზე. სწორად განსაზღვრე შენი საჭიროებები და შეიძინე შენთვის სასურველი ბალახის სათიბი.

ასევე იხილეთ