8 აგვისტოს, 19:45 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, კონფერენს ლიგაზე „იბერიასა“ და „ბაშაქშეჰირის“ მატჩის დაწყებამდე, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ძიუდოისტი ლაშა ბექაური ოლიმპიურ ოქროს მედალს წარადგენს – ინფორმაციას თბილისის „იბერიას“ პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 24 წლის ლაშა ბექაური 90 კგ წონით კატეგორიაში მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშამ ოლიმპიური ჩემპიონობა პირველად ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე იზეიმა, მეორედ კი ოქროს მედალი პარიზის 2024 წლის თამაშებზე მოიპოვა.
„იბერია“ კონფერენსლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ „ბაშაქშეჰირს“ 8 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე, დაუპირისპირდება.