გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
მინისტრის მოადგილემ კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ნოდარ პაპუკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს მომავალი თაობების განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და მათ სამინისტროს სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე სიტყვით ასევე წარდგა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე მღებრიშვილი.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონიის ფარგლებში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის – „მაჩაბელი” მოხალისე სტუდენტების, სპორტსმენებისა და წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა. მათ შესაბამისი პრიზები მინისტრის მოადგილემ და უნივერსიტეტის რექტორმა გადასცეს.
აღსანიშნავია, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს წელს 245 კურსდამთავრებული ჰყავს.
კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიორგი სოსიაშვილი, გორის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე.