ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
“რუსეთის აგრესიული ომის ეფექტი საქართველოში დღესაც იგრძნობა”, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
„ამ დღეს, 16 წლის წინ რუსეთმა დაიწყო აგრესიული ომი საქართველოს წინააღმდეგ და შედეგები დღესაც იგრძნობა. ესტონეთი გმობს და არ დაივიწყებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის მიმდინარე ოკუპაციას.
ჩვენ გავაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.