leaderboard_below_slide
left_sabechdi

გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევია

ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, 16 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო.

„16 წლის წინ საქართველოში რუსეთის შეჭრა იმპერიალისტური ექსპანსიონიზმის ძველი ნიმუშის ნაწილი იყო, სადაც უხეში ძალაუფლება გადაწონის საერთაშორისო კანონსა და წესრიგს. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი რჩება“, – დაწერა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ასევე იხილეთ