leaderboard_below_slide
left_sabechdi

ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა: ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების მიმდინარე ოკუპაციას, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ეუთო-ში აშშ-ის წარმომადგენლობა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას გმობს.

„ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდინარე ოკუპაციას. რუსეთის მიერ ამ რეგიონების ოკუპაცია ისევე, როგორც მისი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, არღვევს მის საერთაშორისო ვალდებულებებს და ეწინააღმდეგება მის მიერ აღებულ ეუთო-ს ვალდებულებებს. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე იხილეთ