უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი მდგომარეობის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო unian.net ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, ზელენსკიმ ასევე საყოველთაო მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ხელმოწერილი კანონები დღესვე უკრაინის უმაღლეს რადას გადაეგზავნა.
უკრაინის პარლამენტმა 23 ივლისის სხდომაზე კანონპროექტს საომარი მდგომარეობის 9 ნოემბრამდე გახანგრძლივების შესახებ მხარი დაუჭირა. საომარი მდგომარეობის გარდა, უკრაინელმა დეპუტატმა 9 ნოემბრამდე საყოველთაო მობილიზაციაც გაახანგრძლივეს.
უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საყოველთაო მობილიზაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან მოქმედებს.