კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატს „დემოკრატიული“ პარტიიდან კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა.
მასკმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული. გამოსვლაში ის თანასწორობასა და სამართლიანობაზე საუბროს. მისი აზრით, ამერიკაში ეკონომიკური წინსვლისა და დოვლათის შესაქმნელად საჭიროა როგორც თანასწორობა, ასევე სამართლიანობა.
„კამალა ჩვეულებრივი კომუნისტია. მას არა უბრალოდ თანაბარი შესაძლებლობები, არამედ თანაბარი შედეგებიც სურს“, – დაწერა მასკმა.
Kamala is quite literally a communist.
She wants not merely equal opportunity, but equal outcomes. https://t.co/XIS8HSbLbC
— Elon Musk (@elonmusk) August 7, 2024