leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვლადიმერ პუტინი: კიევის რეჟიმმა მოაწყო მორიგი მასშტაბური პროვოკაცია

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა, დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.

„კიევის რეჟიმმა მოაწყო მორიგი მასშტაბური პროვოკაცია. ახორციელებს სამოქალაქო შენობების, საცხოვრებელი კორპუსების, სასწრაფო დახმარების მანქანების დაბომბვას სხვადასხვა ტიპის იარაღით, მათ შორის, რაკეტებით. ჩვენი შეხვედრის შემდეგ, დაუყოვნებლივ მექნება შეხვედრა უსაფრთხოების უწყებების ხელმძღვანელებთან – თავდაცვის სამინისტროსთან, გენერალურ შტაბთან, „ფეესბესთან“, ვგულისხმობ, ფედერალური უშიშროების სამსახურის საზღვრის კონტროლის დეპარტამენტს და კოლეგებისგან კიდევ ერთ ანგარიშს მოვისმენთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში სამი დასახლება დაიკავეს. ტელეგრამარხების ცნობით, კურსკის ოლქში, საერთო ჯამში, 400 უკრაინელი სამხედროა შეჭრილი. კიდევ 2 000 უკრაინელი ჯარისკაცი კი განლაგებულია საზღვრის სიახლოვეს.

შვიდი აგვისტოს ღამით უკრაინულმა დრონებმა ორჯერ მიიტანეს შეტევა ქალაქ სუჯის სიახლოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დღეს გაკეთებული განცხადებით, რუსმა სამხედროებმა კურსკის ოლქის სიღრმეში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლა შეაჩერეს.

ასევე იხილეთ