leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: გრძელდება „ნაცების“ მხრიდან თარიღებთან ბრძოლა, მათი 25 დეკემბერი წარუმატებლად ებრძვის ჩვენს 7 იანვარს, 8 მაისი – 9 მაისს, 7 აგვისტო – 8 აგვისტოს, რომელსაც ფარისევლურად აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში და სააკაშვილის მხრიდან ოფიციალურად არაერთგზის არის აღიარებული

„გრძელდება ნაცების მხრიდან თარიღებთან ბრძოლა, სხვა რაღა დარჩენიათ. მათი 25 დეკემბერი წარუმატებლად ებრძვის ჩვენს 7 იანვარს, 8 მაისი – 9 მაისს, 7 აგვისტო – 8 აგვისტოს. იმ რვა აგვისტოს, რომელსაც ფარისევლურად აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში, რომელიც თავისივე პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ოფიციალურად და დოკუმენტურად არაერთგზის არის აღიარებული“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღესაც არ უღალატა ჩვეულებას და საკუთარ პროვოკაციას შეწირული ჯარისკაცების საფლავები 7 აგვისტოს მოინახულა. როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ომის დაწყების თარიღთან დაკავშრებულ ახირებას საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის წარმომადგენლებიც აჰყვნენ, რომლებიც წელს პირველად ღიად არიან ჩართული საკუთარი აგენტურის სასარგებლოდ საარჩევნო პროცესებში.

„გრძელდება ნაცების მხრიდან თარიღებთან ბრძოლა, სხვა რაღა დარჩენიათ. მათი 25 დეკემბერი წარუმატებლად ებრძვის ჩვენს 7 იანვარს, 8 მაისი – 9 მაისს, 7 აგვისტო – 8 აგვისტოს. იმ რვა აგვისტოს, რომელსაც ფარისევლურად აღნიშნავდნენ წლების განმავლობაში, რომელიც თავისივე პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ოფიციალურად და დოკუმენტურად არაერთგზის არის აღიარებული. დღესაც არ უღალატეს თავის წეს-ჩვეულებას – დეტექტიური ჟანრის კინემატოგრაფიის საუკეთესო ტრადიციებში, სადაც მკვლელი როგორც წესი ესწრება თავისი მსხვერპლის დაკრძალვას და მერეც ხშირად აკითხავს მის საფლავს – ნაცებმა დღესაც მოინახულეს თავისი პროვოკაციის გამო დაღუპული მეომრების მემორიალი და გვირგვინითაც შეამკეს იგი. უბრალოდ გვირგვინს აკლდა წარწერა: „თანამკვლელებისაგან!“. „ნაცების“ ამ ახირებას დღეს აჰყვა საქართველოში აკრედიტებული დიპკორპუსის მრავალი წარმომადგენელი, რომელიც წელს პირველად ღიად მონაწილეობს ჩვენს საარჩევნო პროცესებში, თავისთავად საკუთარი აგენტურის სასარგებლოდ. 25 დეკემბერი, 8 მაისი და 7 აგვისტო – ეს არის მათი „ვირტუალური საქართველოს“ და ვირტუალური „ქართველი ხალხის“ საზეიმო თარიღები. ისეთივე საზეიმო, რა ზეიმით აღნიშნავდა 2008 წლის აგვისტოს დღეებში სააკაშვილი ჩვენს “ისტორიულ გამარჯვებას“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ