leaderboard_below_slide
left_sabechdi

მხრების ფართოდ გავრცელებული პრობლემები

მხრის ტკივილის გამომწვევი არაერთი მიზეზი არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი გავრცელებულია მყესების ტენდინიტი, ანუ  მხრის მყესების შეშუპება-ანთება. გარდა ამისა, მხრის ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც ხერხემლის სვეტის პათოლოგიას, ისე პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ ტრავმას. მხრის ფართოდ გავრცელებული პრობლემებია:

  • მხრის ნერვის ანთება;
  • მხრის სახსრის ართრიტი;
  • მხრის წნულის ანთება;
  • მხრის ართროზი;
  • მხრის მყესის დაჭიმვა.

ამ პრობლემების დროს პაციენტები აქტიურად იყენებენ მხრების ქამრებს. მათი ტარება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტს ხელის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ფიზიკური დატვირთვის დროს ან კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში იყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ნეოპრინის მხრის სამაგრი. გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებასა და იცავს მხარს დაზიანებისგან.
  • მკლავის ქამარი – ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. მკლავის ქამარი ასევე ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
  • მკლავის ქამარი ბალიშით – გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° – 60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
  • აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი – გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობების, კუნთებისა და მყესების დაზიანებების დროსაც.

მხრის ქამრების გამოყენების განსაზღვრული დრო არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების ხანგრძლივობაც განსხვავებულია. მხრის ქამრების მოხმარება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ.

ასევე იხილეთ