leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატომ უნდა შეიძინოთ ორთოპედიული პროდუქტები „ახალ ხედვაში“?

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს გლობალურ სამედიცინო ბაზარზე ლიდერი ევროპული ბრენდების მიერ წარმოებულ ორთოპედიულ პროდუქციას სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალები საქართველოს მასშტაბით: თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს.  პროდუქტის შეძენა ხდება ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: akhalikhedva.ge. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო. განვიხილოთ, “ახალი ხედვის” მაღაზიებში წარმოდგენილი ორთოპედიული პროდუქტები:

  • ორთოპედიული ბალიშები – ადამიანის სხეულს სწორ მდგომარებაში აფიქსირებს და ხელს უწყობს სხვადასხვა პრობლემის აღმოფხვრას. მაგალითად, წელისა და კისრის დაჭიმულობასა და კუდუსუნის ტკივილს.
  • სუპინატორები – ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვადასხვა დეფორმაციების დროს გამოიყენება. წარმოდგენილია როგორც სილიკონის, ასევე მყარი სუპინატორები. გარდა მზა, სტანდარტული სუპინატორებისა, “ახალი ხედვის” ტერფის დიაგნოსტიკის ცენტრში შესაძლებელია ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადებაც, რაც მაქსიმალურ შედეგს იძლევა ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვადასხვა დაზიანებების მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში.
  • ორთოპედიული ფიქსატორები – სახსრის მოძრაობის შეზღუდვას უწყობს ხელს და თითქმის სხეულის ყველა ნაწილისთვის არსებობს. მზადდება უდრეკი ან რბილი მასალისგან და ინიშნება სხვადასხვა დაზიანებისა და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების პრევენციის მიზნით.
  • ვარიკოზული მოვლის საშუალებები – ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ ან ვარიკოზის პრევენციისთვის გამოიყენება. კომპრესიული ტრიკოტაჟი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს და ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის.

მაღალი ხარისხით, ცნობილი ბრენდებით, ხელმისაწვდომი ფასებით,  მომხმარებლებზე მორგებული სერვისებითა და თანამედროვე მიდგომებით სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ ორთოპედიულ პროდუქტებში ლიდერი კომპანიაა. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს.

ასევე იხილეთ