leaderboard_below_slide
left_sabechdi

სამედიცინო პროდუქტების ფართო არჩევანი „ახალ ხედვაში“

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ ორთოპედიულსა და ტრავმატოლოგიურ პროდუქციას აერთიანებს. ის მომხმარებელს სამკურნალო,  საპროფილაქტიკო  და  სარეაბილიტაციო დანიშნულების სამედიცინო ნივთებს სთავაზობს. მაღაზიათა ქსელში სხეულის სხვადასხვა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორები,  ორთოპედიული ბალიშები, წელის კორსეტები და ქამრები არის წარმოდგენილი. აქ ასევე შეხვდებით პაციენტის მოვლის საშუალებებს,  ვარიკოზის წინდებსა და კოლგოტებს, სუპინატორებსა და სხვა სამედიცინო დანიშნულების პროდუქტებს.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

ორთოპედიული ფიქსატორები – არსებობს სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის განკუთვნილი ორთოპედიული ფიქსატორი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი  განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომ პერიოდში გართულების თავიდან ასაცილებლად.

  • სუპინატორები – არსებობს მყარი და სილიკონის სუპინატორები. ამ პროდუქტებს, ბრტყელტერფიანების გარდა, გამოიყენებენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ხშირად ეღლებათ ფეხები ან აქტიური ფიზიკური დატვირთვა უწევთ. “ახალი ხედვის” მაღაზიებში ხელმისაწვდომია საბავშვო სუპინატორებიც. აღსანიშნავია, რომ “ახალი ხედვა” მომხმარებელს ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადების სერვისსაც სთავაზობს. ტერფის კომპიუტერული კვლევის შედეგად ინდივიდუალურად თქვენთვის შექმნილი სუპინატორი განსაკუთრებულად ეფექტურია სხვადასხვა ძვალ-სახსროვანი პათოლოგიის კორექციისა და პროფილაქტიკისთვის.
  • წელის კორსეტები და ქამრები – გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციების, მალთაშუა დისკის თიაქრის, ოსტეოქონდროზის, მოტეხილობისა და სხვა პრობლემების დროს, როგორც პროფილაქტიკის, ასევე მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში.

სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ დაინტერესებულ პირებს პროდუქტის შეძენისთვის საუკეთესო მეთოდებს სთავაზობს. თბილისის გარდა, საფირმო მაღაზიებით საქართველოს სამ რეგიონში – გორში,  ქუთაისსა და ბათუმშია წარმოდგენილი. პროდუქტის შეძენა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატებაა საჭირო.  თბილისის მასშტაბით კონსულტანტის მომსახურებით მიიღებთ შეკვეთას, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტა მოგიტანთ.

 

ასევე იხილეთ