leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელმაც საუთპორტში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციელს მუშტი დაარტყა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელმაც საუთპორტში ძალადობრივი აქციების დროს პოლიციელს მუშტი დაარტყა, სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, 58 წლის დერეკ დრამონდი დრამონდი იყო ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც მონაწილეობდა „ღრმა რასისტულ შეძახილებში“ მუსლიმთა თემის შესახებ და „აგრესიულ შეძახილებში“ პოლიციის ოფიცრების მიმართ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 29 წლის ლივერპულელ, დეკლან გირენს, რომელმაც პოლიციის ავტომობილი დაწვა, ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საპროტესტო აქციების კიდევ ერთ მონაწილეს, ლიამ რაილის ძალადობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის და რასობრივ ნიადაგზე გამწვავებული საზოგადოებრივი წესრიგისთვის 20-თვიანი პატიმრობაა შეეფარდა.

პროკურორ ჯონათან ეგანის განცხადებით, სამი ადამიანის გასამართლება მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ბრიტანეთის პოლიცია დღეს ღამით 100-ზე მეტ საპროტესტო აქციას ელოდება.

ასევე იხილეთ