ნატო-ში აზერბაიჯანის ელჩს, ჯაფარ ჰუსეინზადესა და მის მეუღლეს ბრიუსელში თავს დაესხნენ და გაძარცვეს.
გავრცელებული ცნობით, ორი თავდამსხმელი ელჩსა და მის მეუღლეს დაქირავებული სკუტერით მიუახლოვდა, პისტოლეტი თავში დაარტყა და როლექსის ორი წყვილი საათი და ჩანთა წაართვა.
ბრიუსელის პროკურატურამ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ დამატებითი კომენტარისგან თავი შეიკავა.