leaderboard_below_slide
left_sabechdi

მარტვილის მუნიციპალიტეტში ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

მარტვილის მუნიციპალიტეტში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ბაღების მშენელობის პროგრამას ახორციელებს.

ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს გაჭედილის, გურძემის და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, თორნიკე ჯანაშიამ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.

ახალ საბავშვო ბაღებში მოეწყობა სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და ეზოები. გათვალისწინებულია შიდა და გარე სივრცეების, რეკრეაციული ზონების, კომუნიკაციების და სველი წერტილების კეთილმოწყობაც.

ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

პროექტების განხორციელების შედეგად, ბაღის აღსაზრდელები საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის ბაღებში ივლიან.

ბაღების სამშენებლო სამუშაოებს შპს „დაგი“ახორციელებს და მისი ჯამური ბიუჯეტი (პროექტირება, მშენებლობა) 3 750 000  მილიონი ლარია.

ასევე იხილეთ