leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: გადაიკითხე ნაცნაბოზრების „გმირული” ისტორია

„7-ში თუ დაიწყო (მათი მტკიცებით) ომი ამ ორ ქვეყანას შორის, ეს რას ელოდებოდა, ორი დღის შემდეგ, 9-ში რომ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა?!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს.

„სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემული ბრძანებულება N402, სადაც წერს, რომ „8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან როკის გვირაბის გავლით საქართველოში შემოვიდა ასეულობით სამხედრო პირი და სამხედრო ტექნიკა”.

8 აგვისტოს თუ შემოვიდა, 7-ში როგორ დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, ამიხსნის ვინმე?

ან, 7-ში თუ დაიწყო (მათი მტკიცებით) ომი ამ ორ ქვეყანას შორის, ეს რას ელოდებოდა, ორი დღის შემდეგ, 9-ში რომ გამოაცხადა საომარი მდგომარეობა?!

რუსეთ-საქართველოს ომის შედეგი
08.08.2008 – 13.08.2008

▪️დათმობილი ტერიტორია – 4000 კვ/კმ

▪️დატოვებული რაიონი – 4

▪️დატოვებული სოფელი – 128

▪️დაღუპული სამხედრო – 184

▪️დაღუპული სამოქალაქო პირი -224

▪️დაჭრილი სამხედრო – 1045

▪️დაჭრილი სამოქალაქო პირი – 1187

✔️გადაიკითხე ნაცნაბოზრების „გმირული” ისტორია”, – წერს ლაშა გეგეჭკორი. 

ასევე იხილეთ