leaderboard_below_slide
left_sabechdi

მეთიუ მილერი: ირონიულია, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, კურსკში პროვოკაციაზე საუბრობს

„ირონიულია, რომ რუსეთი, რომელიც უკრაინას თავს დაესხა, კურსკში პროვოკაციაზე საუბრობს”,განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

მილერმა დაადასტურა, რომ აშშ კურსკის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინელებთან კავშირზეა, მაგრამ უკრაინული მხარის ნაცვლად კომენტარს არ გააკეთებს.

„მე ვნახე რუსეთის ხელისუფლების განცხადებები. მათ მხრიდან ირონიულია, რომ ამას პროვოკაციას უწოდებენ, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი 2014 წლიდან არღვევს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, – აღნიშნა მეთიუ მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა დასძინა, რომ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, თუ როგორ წარმართავს უკრაინა თავის სამხედრო ოპერაციებს, უკრაინა იღებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში სამშაბათს განაცხადეს, რომ უკრაინული ძალები, 300-მდე ჯარისკაცის, 11 ტანკისა და 20-ზე მეტი ჯავშანმანქანის მხარდაჭერით, თავს დაესხნენ რუსეთის სახელმწიფო საზღვრის ქვედანაყოფების პოზიციებს ნიკოლაევო-დარიინოსა და ოლეშნიას დასახლებულ პუნქტებში კურსკის ოლქში.

ასევე იხილეთ