leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ჩიქოვანი: დღესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რომ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგელიანი პოლიტიკური ძალა

“დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული, მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა”,  – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნათელია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივი ბუნება ყველამ კარგად დაინახა მათი მმართველობის პირობებში. ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება ჰქონდათ მათ აგვისტოს ომთან მიმართებაში. ჩვენ დავინახეთ, რომ მათ ვერ შეძლეს, თავი აერიდებინათ იმ ესკალაციისთვის, ომისთვის, რომელიც აგვისტოში მოხდა. ეს არის ფაქტი. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ვერ შეძლო ამის თავიდან არიდება, ნათელია.

დღესაც რომ გვქონდეს ჩვენ ისეთი ვითარება, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს ხელისუფლებაში, ვიქნებოდით ომის ქარ-ცეცხლში გახვეული. მაგრამ დღეს ხელისუფლებაში არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაიცვას საქართველოს ინტერესები, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უზრუნველყოს მშვიდობა, რომელმაც უნდა შეძლოს განვითარების შესაძლებლობის შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

 

ასევე იხილეთ