„მოულოდნელი წვიმა ზოგჯერ პარიზშიც მოდის და თბილისშიც, მაგრამ ის, რაც გვიან შემოდგომაზე საქართველოში უნდა მოვიდეს, მოულოდნელი, როგორც ჩანს, არც პარიზისთვის იქნება და მითუმეტეს, არც თბილისისთვის”, – ეს „პირველი არხის” მთავარი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტის დასაწყისია, რომლის ავტორიც სალომე ქოქიაშვილია. აღნიშნული სიუჟეტი ეთერში 6 აგვისტოს გავიდა და წინა დღეს სალომე ზურაბიშვილის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხებოდა.
სიძულვილის ლეგიონის წევრები „პირველი არხის” ჟურნალისტებს ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევით ემუქრებიან , თუმცა მუქარების გამო ჟურნალისტები არ შეუშინდებიან მოვლენებისთვის თავისი სახელის დარქმევას. სალომე ქოქიაშვილსა და თამთა სანიკიძეს სოლიდარობას უცხადებს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი და აღნიშნავს, რომ „ძალადობა და შანტაჟის ენით საუბარი უნდა დამთავრდეს და ეს უნდა გაითავისონ სიძულვილის ლეგიონის წევრებმაც და მათმა იდეურმა მემკვიდრეებმაც!”.
„საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის და პირადად ჩემი სახელით სოლიდარობას ვუცხადებ სალომეს, თამთას და პირველი არხის ჟურნალისტებს!
ძალადობა და შანტაჟის ენით საუბარი უნდა დამთავრდეს და ეს უნდა გაითავისონ სიძულვილის ლეგიონის წევრებმაც და მათმა იდეურმა მემკვიდრეებმაც!”