leaderboard_below_slide
left_sabechdi

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი სურვილია, ევროპარლამენტთან და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტთან გვქონდეს ძალიან კონსტრუქციული და კარგი ურთიერთობები

ჩვენი სურვილია, ევროპარლამენტთან და ევროკავშირის ყველა ინსტიტუტთან გვქონდეს ძალიან კონსტრუქციული და კარგი ურთიერთობები, იმიტომ რომ ეს სჭირდება ჩვენს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ქრონიკაში“ ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ ევროკავშირის მხრიდან იქნება განმარტება, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, აქვს თუ არა მას საერთოდ გავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„დახურულ კარს მიღმა, ჩვენ ძალიან ხშირად ვისმენთ რამდენად მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ევროპარლამენტარის პოზიცია, ან თუ როგორ საქმიანობს ის ევროპარლამენტში, რა ამინდს ქმნის, ან როგორ გვესაუბრება სხვადასხვა ტელეარხის ტელეეკრანიდან. ვხედავთ აბსოლუტურად არაადეკვატურ მოწოდებებს, რაც არ უნდა ისმოდეს მაგალითად ევროპელი პოლიტიკოსის მხრიდან. ეს, ბუნებრივია ჩვენი მხრიდან იწვევს რეაქციებს და შემდგომ ჩვენი რეაქციების ინტერპრეტაცია ხდება სხვაგვარად. ჩვენ არ გვაქვს იმის სურვილი, რომ საჯარო დიალოგში ვიყოთ ევროკავშირთან ნეგატიური გზავნილების. ჩვენი ინტერესია თანამშრომლობა, რომელიც მოიტანს შედეგებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის.

ევროპარლამენტი არის ძალიან დიდი ორგანიზაცია, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიისა თუ ქვეყნის წარმომადგენელია შიგნით და ისინი გარკვეულწილად ამინდს ქმნიან და ჩვენს საზოგადოებაში ხშირად მღელვარებას იწვევენ. კარგი იქნება თუ ევროკავშირის მხრიდან იქნება განმარტება, რა მნიშვნელობა აქვს მსგავს ჩანაწერებს ევროპარლამენტის რეზოლუციაში, აქვს თუ არა მას საერთოდ გავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. ჩვენ ვიცით, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ანა ფოტიგას მიერ წარმოდგენილ ჩანაწერს არ შეიძლება რაიმე გავლენა ჰქონდეს“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ევროპარლამენტში ორი რეზოლუცია მიიღეს, რომლებშიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერი მხარდამჭერი განცხადებები შევიდა.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ასევე იხილეთ