leaderboard_below_slide
left_sabechdi

Corriere Dello Sport კვარაცხელიაზე: ეს მხოლოდ გეგმის ნაწილი იყო, გუნდს შეტევაში ის ულიდერებს

„ხვიჩა კვარაცხელიას სერიოზული არაფერი სჭირს და სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში ითამაშებს კიდეც”, – ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მედიის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიში გეგმის მიხედვით გამოტოვა და არა რაიმე დაზიანების მიზეზით.

„ნაპოლისა“ და მის გულშემატკივრებს შეუძლიათ, შვებით ამოისუნთქონ, ხვიჩა კვარაცხელიას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. გუშინდელ ვარჯიშში ქართველ შემტევს მონაწილეობა არ მიუღია და ამან უმალ შფოთი გამოიწვა, რომელიც სწრაფადვე გაქარწყლდა. კვარას დასვენება რაიმე სახის ტრავმით კი არ იყო გამოწვეული, არამედ რუტინული გეგმის ნაწილი გახლდათ. სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, შაბათს, „მოდენას“ წინააღმდეგ, ანტონიო კონტეს გუნდს შეტევაში ის ულიდერებს“, – წერს ცნობილი გამოცემა.

ასევე იხილეთ