„ვერ მობრუნდებით, ნაცებო! ცხოვრება კინო არ არის – დუბლი არ იქნება… ნაციონალურო მოძრაობა, შენ აუცილებლად გასამართლდები!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი ლაშა გეგეჭკორი წერს.
„2007 წელს გასული რუსული ჯარის მობრუნებისთვის!
გიგი უგულავას სამხედრო მოქმედებების მეთაურად დანიშვნისთვის!
სამხედრო და სამოქალაქო პირების ზვარაკად შეწირვისთვის!
ქართველი გმირების ცხედრების უპატრონოდ მიტოვებისთვის!
დათმობილი ქალაქების და სოფლებისთვის!
კოდორის ხეობის ჩაბარებისთვის!
საქართველოს ღალატისთვის!
ვერ მობრუნდებით, ნაცებო!
ცხოვრება კინო არ არის – დუბლი არ იქნება…
ნაციონალურო მოძრაობა, შენ აუცილებლად გასამართლდები!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.