leaderboard_below_slide
left_sabechdi

ოლიმპიადის პირველი ფინალისტი კალათბურთში საფრანგეთია

პირველ ნახევარფინალში მასპინძელმა საფრანგეთმა ბოლო წამებზე დაამარცხა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია – 73:69.

პირველ მეოთხედში საფრანგეთი 12 ქულით ჩამორჩა, თუმცა მალევე გამოასწორა თამაში, სხვაობაც აღმოფხვრა და ტაიმი ფრედ დაასრულა. მეორე ნახევარში თამაში თავიდან ბოლომდე თანაბარი იყო და საფრანგეთმა ბოლოსკენ გაიმარჯვა.

17 ქულით საფრანგეთის ბომბარდირი იაბუსელე გახდა, 16 ქულა თორნიკე შენგელიას ბოლონიელ თანაგუნდელ კორდინიეს ჰქონდა. გერმანიაში კი 18 ქულით დენის შრიოდერი გამოირჩა.

ფინალი 10 აგვისტოს გაიმართება. საფრანგეთი აშშ-სა და სერბეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ